"ყრილობაზე პრეზიდენტის მოსვლით, არც ჩვენ შეგვემატება არაფერი და არც პრეზიდენტს დააკლდება რაიმე “

პარლამენტის ვიცე-სპიკერ, მანანა კობახიძის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ "ქართული ოცნების“ ყრილობაზე პრეზიდენრტი არ მიიწვიეს.

ამ თემაზე მანანა კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.

"უნდა იყოს პრეზიდენტი ჩვენი პარტიის ყრილობაზე დაპატიჟებული? მე ვფიქრობ, რომ გასაკვირი არაფერი არ არის, თუ პრეზიდენტი პარტიას არ მოუწვევია. ვფიქრობ, ეს პარტიის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ყრილობაზე მოსვლა არც ჩვენ მოგვმატებს რაიმეს და არც პრეზიდენტს დააკლებს რაიმეს“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.

ცნობისათვის, პარტიის ყრილობა ხვალ, 16:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.