პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ს მთავარი საფრთხე რუსეთია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ს მთავარი საფრთხე რუსეთია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიტოლდ ვაშიკოვსკის განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია.

პოლონელი დიპლომატის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთით საკმარისად ძლიერი ძალები უნდა განათავსოს, რათა ეფექტურად შეაკავოს პოტენციური მოწინააღმდეგე.

"ნატო-ს წარმომადგენლობა უნდა იყოს შესამჩნევი და ალიანსის ტერიტორიის დაცვის ახალი თვისებებით უნდა ხასიათდებობდეს. კონკრეტულ ციფრებზე გადაწყვეტილება პოლონეთში, ნატო-ს სამიტზე იქნება მიღებული, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაოდენობა უნდა იყოს დამაჯერებელი, რომელიც შეძლებს, აჩვენოს ნატო-ს განზრახვა და ის, რომ ალიანსი მზად არის, სერიოზულად დაიცვას თავი და შეაკავოს მოწინააღმდეგე“, - განაცხადა მინისტრმა ესტონურ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია.

"რუსეთის საფრთხე ევროპული უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, ბალტიის ზღვის რეგიონში, სერიოზულად უნდა დავახასიათოთ. მიგვაჩნია, რომ ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე გადაიდგმება პირველი ნაბიჯები, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პასუხი იქნება ევროპის უსაფრთხოების საკლებად სტაბილურ სიტუაციაზე“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდიოლოატლანტიკური ალიანსის სამიტი ვარშავაში, 8-9 ივლისს გაიმართება.