პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე დასასწრებად მოსაწვევები პირველ რიგში პარლამენტში დაიგზავნა

პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე დასასწრებად მოსაწვევები პირველ რიგში პარლამენტში დაიგზავნა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე დასასწრებად მოსაწვევები პირველ რიგში პარლამენტში დაიგზავნა.

აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, მოსაწვევები ასევე დაეგზავნათ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარტიებს.

„ პარტიის ყრილობა ძალაშია. ხვალ, 16:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება მორიგი ყრილობა. რაც შეეხება მოსაწვევების თემას, არ ვიცი, რა საფუძველი აქვს ამ ყველაფერს. რეალურად, მოსაწვევები დაიგზავნა ყველა ადრესატზე. პირველ რიგში მოსაწვევები დაიგზავნა პარლამენტში- ჩვენს ფრაქციაში. ჩვენი ფრაქციის თითოეულ წევრზეა დაგზავნილი მოსაწვევი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.