ჩვენ, როგორც პარტნიორები, ამ კინკლაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ასე უპასუხა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც თინა ხიდაშელის მიერ ალასანიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრს სამინისტროში აქვს საქმეები საკეთებელი.
„მე თინა ხიდაშელს არაფერს ვუპასუხებ. მას მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი თავდაცვის სამინისტროში. მის პარტიას, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ვითარება აქვს დღეს და ჩვენ, როგორც პარტნიორები ამ კინკლაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.