სააპელაციო სასამართლოში ”რუსთავი 2”-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. ”რუსთავი 2”-ის მხარემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ორი შუამდგომლობა დააყენა - სასამართლო პრეცესის გადადება და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილება. ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მტკიცებით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძე ”რუსთავი 2”-ის მხარეს აზრის გამოთქმის თავისუფლებას უზღუდავს.
”აბსოლუტური ტენდენციის სახე მიიღო იმან, რომ რასაც ვიტყვი, იმაზე მპასუხობთ. მე მინდა დავასრულო აზრი. თუ მეუბნებით, რომ არ მაქვს სიტყვის უფლება, მაშინ მითხარით, რომ არ მაქვს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ და მოსამართლე მიკერძოებულობაში და ”ამაზრზენ მოქცევაში” დაადანაშაულა.
სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოს უპატივცემულობის გამო 500 ლარით დააჯარიმა.