"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ფრაქციის ყველა წევრს ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი გაეგზავნა

"ქართულ ოცნების" პრესსამსახურში "პირWელს" განუცხადეს, რომ ფრაქციის ყველა წევრს ხვალინდელ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი გაეგზავნა.

როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რომ მას ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი არ მიუღია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ხვალინდელ ყრილობაზე მას მოსაწვევი ამ დრომდე არ მიუღია.  დეპუტატი იმედოვნებს, რომ უმრავლესობის ყრილობაზე დაპატიჟებენ.

"მიზეზიც არ ვიცი, რის გამო არ მოსულა. მგონი ექნებათ სურვილი, რომ დამპატიჟონ ყრილობაზე, მაგრამ შესაძლებელია, ყრილობა გადაიდოს და სწორედ ამიტომ დაგვიანდა ჩემთვის მოსაწვევის გამოგზავნა“, - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

ყრილობა სპორტის სასახლეში, 14 მაისს 16:00 საათზე გაიმართება.