"ქართული ოცნების" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ყრილობის შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით, არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
ამასთან, როგორც პრესსამსახურში "პირWელს" განუმარტეს, ყრილობისთვის ფრაქციის ყველა წევრს მოსაწვევი გაეგზავნა.
"ომარ ნიშნიანიძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ხვალ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა აუცილებლად გაიმართება სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე. ფრაქციის ყველა წევრთან მოსაწვევი გაგზავნილია", - აცხადებენ პრესსამსახურში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ხვალინდელ ყრილობაზე მას მოსაწვევი ამ დრომდე არ მიუღია. დეპუტატი იმედოვნებს, რომ უმრავლესობის ყრილობაზე დაპატიჟებენ.
"მიზეზიც არ ვიცი, რის გამო არ მოსულა. მგონი ექნებათ სურვილი, რომ დამპატიჟონ ყრილობაზე, მაგრამ შესაძლებელია, ყრილობა გადაიდოს და სწორედ ამიტომ დაგვიანდა ჩემთვის მოსაწვევის გამოგზავნა“, - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.
ყრილობა სპორტის სასახლეში, 14 მაისს 16:00 საათზე გაიმართება.