უკრაინის გენერალური პროკურორი ვიქტორ იანუკოვიჩის სასამართლო პროცესის დაწყებას და პროკურორების ლუსტრაციას გეგმავს

უკრაინის გენერალური პროკურორი ვიქტორ იანუკოვიჩის სასამართლო პროცესის დაწყებას და პროკურორების ლუსტრაციას გეგმავს

უკრაინის ახალმა გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დანიშვნის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. ის აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის განახლებას, ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის სასამართლო პროცესის დაწყებას და პროკურორების ლუსტრაციას გეგმავს.

„ლუსტრაციის კანონის თანახმად, რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა თანამდებობა უნდა დატოვოს. კანონი ყველასთვის ერთია“, - განაცხადა ლუცენკომ.

უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის პოსტზე ლუცენკოს დანიშვნას გუშინ დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაწერა ხელი.

„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, იური ლუცენკო უმაღლეს რადაში ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკს“ ხელმძღვანელობდა, ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს კი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.