თინა ხიდაშელი - თამაზ მეჭიაურს სახლში გავუგზავნი ჩემ გაკეთებულ საჭმელს და ალბათ ობიექტურ შეფასებას მისცემს

თინა ხიდაშელი - თამაზ მეჭიაურს სახლში გავუგზავნი ჩემ გაკეთებულ საჭმელს და ალბათ ობიექტურ შეფასებას მისცემს

თამაზ მეჭიაურს არასოდეს დავპატიჟებ სახლში ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უმრავლესობის წევრის განცხადებას, რომ ”ქალი უნდა იყოს ”კუხნაში, თუმცა თინა ხიდაშელის ადგილი იქაც არ არის”.

მისივე განმარტებით, შესაძლებელია სახლში გაუგზავნოს მისი გაკეთებული კერძი, რათა მეჭიაურმა ”ობიექტური შეფასება” მისცეს. 

”თუ ოდესმე ამის სურვილი გამიჩნდება, თუმცა არ ვიცი ოდესმე თუ ასეთი დღე დადგება, სახლში გავუგზავნი ჩემ გაკეთებულ საჭმელს და ობიექტურ შეფასებას მისცემს. ჩემს სახლში, ალბათ, არასდროს დავპატიჟებ ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად”, - განაცხადა ხიდაშელმა ”ტვ 1”-თან საუბარში.