თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს

თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თავად მეჭიაურმა განუცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. 
მეჭიაურის თქმით, მას ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან და შეთანხმდნენ, რომ უფრო ვრცლად პირისპირ შეხვედრისას ისაუბრებდნენ. 
თამაზ მეჭიაური ვარაუდობს, რომ აღნიშნული კონსულტაციები პრემიერ-მინისტრის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაიმართება, რომელიც ამჟამად ვიზიტით ლონდონში იმყოფება.