სირიაში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

სირიაში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

სირიაში ლიბანური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დაჯგუფებამ დაადასტურა, რომ მუსტაფა ამირ ბადრედინი ისრაელის ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, 55 წლის ბადრედინი „ჰეზბოლას“ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი იყო.
ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. 

სირიაში ბადრედინი „ჰეზბოლას“ იმ ქვედანაყოფებს ხელძღვანელობდა, რომლებიც სირიის არმიას ეხმარებიან.