თურქეთის დევნილთა ბანაკში სირიიდან დევნილი 30 ბავშვი გააუპატიურეს. საუბარია 8-12 წლის მამრობითი სქესის ბავშვებზე. ამის შესახებ გამოცემა BirGün იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია იმ ბანაკზე, რომელიც 23 აპრილს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მოინახულეს. აღნიშნულ ბანაკში 14 ათასი დევნილი ცხოვრობს.
გამოცემა წერს, რომ გაუპატიურების ფაქტები ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა, კონკრეტულად კი სექტემბრიდან აპრილის განმავლობაში. გაუპატიურების ფაქტები მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც 8 ოჯახმა ამასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. დამნაშავე უკვე დაკავებულია. ის გაზიანთეფის პროვინციაში მდებარე ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა.