უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს. ოდეერები იყო, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
მისი თქმით, მოქმედი კანონით და მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არ ხდება უსაფრთხოების ოფიცრების გამწესება.
,,უნივერსიტეტებში არანარი ოდეერები არ არსებობს. ოდეერები იყო, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფოდა. კანონის მიღებიდან ოდეერების სამსახური გაუქმდა ავტომატურად. მოხდა 25 სუბიექტის შერჩევა. ჩვენი რეკომენდაციით ეს პარლამენტმა დაამტკიცა. ამ თემაზეც მინდოდა მე საუბარი პარლამენტის ტრიბუნიდან. 25 სუბიექტიდან ჯერ 13 სუბიექტია დანიშნული, ჩვენი ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი. ეს არ წყდება ერთპიროვნულად. ადრე წყდებოდა მინისტრის ბრძანებით, ახლა ჩემი ბრძანებით არ გადაწყდება, თუ ორმხრივი მოლაპარაკება და თანხმობა არ იქნება ჩვენი სამსახურის და იმ სუბიექტის მხრიდან, იქნება ეს სამინისტრო თუ რომელიმე სტრუქტურა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გუშინ პარლამენტში დეპუტატებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა სესია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის განხილვას დაეთმო.