უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ფარულ კადრებთან დაკავშირებით საქმეს პროკურატურა იძიებს. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს შეიკავებს.
„ამ საქმეს პროკურატურა იძიებს. როგორც მოგეხსენებათ, გამოძიებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩართულები ვართ. ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროც ამ მიმართულებით, კადრების გავრცელების საქმეზე ვმუშაბთ, თუმცა, მე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან. თუ იქნება საჭირო, პროკურატურა გააკეთებს ამაზე განცხადებას. საქმეს პროკურატურა იძიებს. ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით. ოპერატიულ გადაფარვას ვაკეთებთ“, - აღნიშნა გომელაურმა.
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა ეკა მიშველაძის განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა, რომელიც ეხება მიშველაძის და მისი მეუღლის მომოწერის გასაჯაროების ფაქტს. ”ხშირად მესმის, რომ არის ფარული მიყურადება, ფარული თვალთვალი. მზად ვართ, რომ მათ პროკურატურაში მიიტანონ ფაქტები და პასუხი ვაგოთ ამ ყველაფერზე და თუ დასასჯელი იქნება ესა თუ ის ადამიანი, ის ადამიანი დაისჯება. ეს არაერთხელ მომხდარა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.