უმცირესობამ პროცედურული ომი გამოაცხადა, რათა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს არ მოუსმინონ

უმცირესობამ პროცედურული ომი გამოაცხადა, რათა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს არ მოუსმინონ

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმცირსობამ დღეს სხდომაზე პროცედურული ომი გამოაცხადა, რათა არ იყოს განხილული საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და არც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმინონ.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინტრიგებში გამოცდილ ადამიანებთან კამათი რთულია. ”ყველანაირად შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლიოს საკითხის განხილვა და შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენაც. არავინ მალავს, რომ პროცედურული ომი გამოაცხადეს პარლამენტში უმცირესობის წევრებმა, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი განხილული არ იყოს. სხდომაზე ისინი აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კითხვებს სვამენ. არავითარი ინტერესი მათ გომელაურის მოსმენის არც გააჩნიათ. ასე რომ, ინტრიგებში გამოცდილ ადამიანებთან ძალიან ძნელია კამათი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის განხილვა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ დეპუტატები, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ