პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისათვის“ მაისში ყრილობის გამართავს გეგმავს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, იწყებს პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც ჰქვია ”სახელმწიფო ხალხისთვის”.
”მოგეხსენებათ, დეკემბერში მე შევქმენი ”საქართველოს განვითარების ფონდი”, რომლის მიზანი იყო, დაგვედო ჩვენი ხედვა და სახელმწიფოსთვის შეგვეთავაზებინა, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ხალხის საკეთილდღეოდ ჩვენი ქვეყნის ცხოვრება. მიუხედავად მცდელობისა, სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ გამოინახა დრო იმისა, რომ ჩვენთან შეხვედრა მომხდარიყო და ჩვენი ხედვები გაეზიარებინათ. ჩვენ შემოვიარეთ საქართველოს ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელი. ვნახეთ, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი და მე ბევრს არ გეტყვით, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი - თქვენ ისედაც იცით, თუ როგორი გაჭირვებაა მთელ საქართველოში. დღეიდან ჩვენს მიერ დაფუძნებული მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისათვის” იწყებს თავის ცხოვრებას. ჩვენ ცოტა ხანში გვექნება ყრილობა, მაისის თვეს ეს ყრილობა არ გადაცდება”, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე განმარტებით, მომავალ კვირას გამართავს პრესკონფერენციას, სადაც ყველა შეკითხვას უპასუხებს.