ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნების შედეგები გამოაცხადა.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში გაიმარჯვეს: სოციალურ და პოლიტიკრ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ნოდარ ბელქანიამ და ამირან ბერძენიშვილმა, ბიოლოგიური ფაკულტეტიდან ირმა ხარშილაძემ და ირინა ქურდაძემ, ფსიქოლოგიისა და განათლების და მეცნიერების ფაკულტეტიდან თამარ აბაშიძემ და რუსუდან სანაძემ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან გიორგი ღვედაშვილმა და ომარ ფურთუხიამ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან ელგუჯა მექვაბიშვილმა და მარინა მინდორაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტიდან პაატა იმნაძემ და ნინო ოკრიბელაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კი გამოვლინდა მხოლოდ ერთი გამარჯვებული დავით გოცირიძე, ხოლო ორ კანდიდატს - აპოლონ სილაგაძეს და ქეთევან ხუციშვილს თანაბარი ხმები დაუგროვდათ, რის გამოც ხელახალი კენჭისყრა გაიმართება.
როგორც უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ხელახალი კენჭისყრის თარიღი უახლოეს პერიოდში დაინიშნება. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ კენჭისყრა 16 მაისამდე ჩატარდება.