მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საერთაშორისო პროექტების განყოფილების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი ავრცელებს.
”შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. პარასკევს დილით სასწრაფოდ თურქეთში უნდა გადააფრინონ, რომ ხერხემალზე განმეორებით ჩაუტარდეს ურთულესი ოპერაცია”, - წერს ლილუაშვილი.
იგი ასევე სთხოვს საზოგადოებას, რომ შეძლებისდაგვარად გაიღონ თანხა, რომ ბავშვის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს და თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდეს ძვირადღირებული, გადაუდებელი ოპერაცია. ლილუაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, უახლოეს ორ დღეში, საჭიროა დარჩენილი 35 ათასი დოლარის მობილიზება.
მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი მარტში მეხუთე სართულიდან გადავარდა. გოგონას იაშვილის კლინიკაში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტი ბინაზე იყო გაწერილი.