კულტურის მინისტრი პროექტ

კულტურის მინისტრი პროექტ "Check In Georgia“-ს პროექტში ჩართულ კომპანიებს მადლობას უხდის

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პროექტ "Check In Georgia“-ს პროექტში ჩართულ კომპანიებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს არამხოლოდ კომპანიებს არამედ ქვეყანასაც.

მინისტრი კომპანიებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათ სწორად დაინახეს ის მიზანი, რასაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ემსახურება.

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ არა უბრალოდ მხარდაჭერისთვის, არამედ სწორად დანახვისთვის ამ პროექტის მიზნებისა და სწორად გააზრების თავისი როლის და იმ სარგებლის, რაც შეიძლება მოუტანოს არამხოლოდ თავად კომპანიებს არამედ ქვეყანას“, - განაცხადა გიორგაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტ "Check In Georgia“-ს შეურთდნენ: ლოიალ კაპიტალ გრუპი, საქართველოს ბანკი, თიბისი, მეტრო, სოკარი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი, VTB ბანკი, ბლექსი ჯგუფი, შილდა, T&R დისტრიბუცია, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, ომეგა, პროგრეს ბანკი, West Invest, ბორჯომი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რუსალოს, გალფი, ატლსაგლობალი, აიჯი მოლი.