ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა, მარტინ შულცმა კიდევ ერთხელ მიუთითა ანკარას რიგი მნიშვნელოვანი პირობების შეუსრულებლობის თაობაზე, თურქეთი კი, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაემუქრა ევროკავშირს მიგრანტების უკან გაგზავნით.
როგორც euroline.ge წერს, გერმანულ მედიასთან საუბრისას შულცმა აღნიშნა, რომ სრულიად წარმოუდგენელია, ევროპარლამენტმა აღნიშნულ თემაზე მსჯელობა დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ”ევროპარლამენტის ხელმძღვანელი ვერ ხედავს ვერც ერთ შანსს იმისა, რომ თურქეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება. მარტინ შულცმა აღნიშნა, რომ თურქეთმა 72 აუცილებელი პირობიდან 5 მნიშვნელოვანი პირობა არ შეასრულა. მარტინ შულცს მიაჩნია, რომ თურქეთის მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როდის შეუდგება ევროკავშირის მიერ წაყენებული პირობების შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას”, - წერს სააგენტო.