"ვითიბი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ბარკალაიას განცხადებით, ბანკის პროექტ "check in Georgia"-ში მონაწილეობა საერთაშორისო მომხმარებლის მომსახურეობის კუთხით მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია, ქვეყნის განვითარებისთვის.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტ "Check In Georgia“-ს შეურთდნენ: ლოიალ კაპიტალ გრუპი, საქართველოს ბანკი, თიბისი, მეტრო, სოკარი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი, VTB ბანკი, ბლექსი ჯგუფი, შილდა, T&R დისტრიბუცია, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, ომეგა, პროგრეს ბანკი, West Invest, ბორჯომი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რუსალოს, გალფი, ატლსაგლობალი, აიჯი მოლი.