"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის განცხადებით, "პროექტი ხელს უწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას, რაც კიდევ დამატებითი სარგებელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“.
ნიკოლოზ ქურდიანის თქმით, თიბისი ბანკი" უკვე მრავალი წელია, ჯაზფესტივალების მხარდამჭერია, წელს შავი ზღვის ჯაზფესტივალი პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას მსოფლიოში.
"იმდენად ცნობილი სახელები მონაწილეობენ, მაგალითად, შავი ზღვის ჯაზფესტივალში და ასევე სხვა დაგეგმილ ღონისძიებებში, რომ მათი საქართველოში ჩამოსვლა და კონცერტების გამართვა თავისთავად არის მოვლენა. ეს პროექტი ხელს უწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდასაც, რაც კიდევ დამატებითი სარგებელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტ "Check In Georgia“-ს შეურთდნენ: ლოიალ კაპიტალ გრუპი, საქართველოს ბანკი, თიბისი, მეტრო, სოკარი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი, VTB ბანკი, ბლექსი ჯგუფი, შილდა, T&R დისტრიბუცია, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, ომეგა, პროგრეს ბანკი, West Invest, ბორჯომი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რუსალოს, გალფი, ატლსაგლობალი, აიჯი მოლი.