კრიტიკული მოსაზრებები არც პრეზიდენტს, არც პრემიერს და არც პარლამენტის თავმჯდომარეს არ უნდა გაუკვირდეს

კრიტიკული მოსაზრებები არც პრეზიდენტს, არც პრემიერს და არც პარლამენტის თავმჯდომარეს არ უნდა გაუკვირდეს

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებაზე საუბარი არასოდეს არ ყოფილა და მას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აკისრია.

”შეიძლება რაღაც კრიტიკული მიდგომა იყო და შეფასებები პრეზიდენტის მისამართით, მაგრამ არც პრემიერს არც პრეზიდენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არ უნდა გაუკვირდეს და უცხო არ უნდა იყოს კრიტიკული მოსაზრებები.

რაღაც თემაზე, როგორც მახსოვს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის დროს, ფუნქციების საკითხი საზოგადოებაში სასაცილო ჟანრად გადააქციეს და სავსებით უსაფუძვლოდ. მაგრამ პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომელსაც ვერ შეამცირებს თუ არ შეიცვალა კონსტიტუცია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

”ქართული ოცნება” და ”რესპუბლიკური პარტია” უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე და პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.