პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იქნება.
კვირიკაშვილის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი და მას უფლება აქვს, ამა თუ იმ მინისტრს ამა თუ იმ განცხადებაზე მიუთითოს.
მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე ატეხილი ალიაქოთი უადგილო და აზრს მოკლებულია.
"არ გამიკვირდებოდა ასეთი განცხადებები ჩვენი კონკურენტი პარტიის ლიდერებისგან, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან ასეთი განცხადებები მიუღებელი და უადგილოა. სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში შევდივართ და ცვლილებები გამორიცხული არ არის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.