ნაძალადევის რაიონში 2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო

ნაძალადევის რაიონში 2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო

ნაძალადევის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

საგაზაფხულო რგვების ფარგლებში რაიონის უბნებში:  თემქაზე, სანზონაში, ლოტკინსა და ახალი ნაძალადევის ტერიტორიაზე  2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო.

გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა - ზაზა გაბუნიამ, მოსახლეობასთან და თანამშრომლებთან ერთად მიიღო. აღსანიშნავია, რომ ხის ნერგები   ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიაზე გადანაწილდა და ნერგების მოვლა- პატრონობაში მოსახლეობაც იქნება ჩართული. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე ცაცხვის 1200 და კიპაროსის  800 ნერგი დაირგო.