საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებამ კოალიციიდან რამდენიმე წევრის გარიცხვის მოთხოვნაზე, ის ძალიან გაამხიარულა.
ჯაჭვლიანი "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს ურჩევს, ნუ ჩაერევიან სხვისი პარტიის საქმეში.
"ისე გავმხიარულდი, ეს რომ მოვისმინე, მეტი რომ არ შეიძლება. ყველამ თავის მამიდას მოუაროს. მამიდაჩემს ჰქვია ძალიან მაგარი, საყვარელი სახელი, დოლი ჯაჭვლიანი. უპატიოსნესი ქალია. ამიტომ, ყველამ დაასახელოს, თავისი მამიდის სახელები და გვარები და მოუარონ. ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა თავისი განცხადებით მხარი დაუჭირა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
"რესპუბლიკელ" დავით ბერძენიშვილის თქმით, პრემიერი კი არ უნდა ეფარებოდეს, ან ფორმალურად, ემიჯნებოდეს მეჭიაურს, არამედ მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია "ქართული ოცნებიდან".
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა თავისი განცხადებით მხარი დაუჭირა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.