თამაზ მეჭიაური საფინანსო ინსპექციის დონეზე ავიდა და ერთხელ ინსპექტორიც კი იყო, მაგრამ ნატო-ში ამ კაცის შესწავლას არ დაიწყებენ

თამაზ მეჭიაური საფინანსო ინსპექციის დონეზე ავიდა და ერთხელ ინსპექტორიც კი იყო, მაგრამ ნატო-ში ამ კაცის შესწავლას არ დაიწყებენ

რესპუბლიკელი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას“ ისევ ისე დაღუპავს, როგორც საკუთარ თავს ღუპავს. ჟურნალისტებთან საუბარში ბერძენიშვილი მეჭიაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, აინტერესებს, ამ დაუოკობელ კაცს ვინმე გააჩერებს თუ არა.

"თვითონ რომ არ გაჩერდება, ეს მესმის. მეჭიაური პირობებს ნუ გვიყენებს, რადგან ჩვენ პარტია ვართ, მეჭიაური კი ადამიანია, რომელთა შორის დიდი განსხავავებაა. ისტორიის მანძილზე, პარტიას მოპოვებული აქვს რაღაც, მეჭიაურმა რა მოიპოვა და რა ავტორიტეტი აქვს, ეს არ მკითხოთ და არ მითხრათ, რომ ნატო-ში მის ბიოგრაფიას სწავლობენ. ის საფინანსო ინსპექციის დონეზე ავიდა და ერთხელ ინსპექტორიც კი იყო, მაგრამ ნატო-ში ამ კაცის შესწავლას არ დაიწყებენ. მისი პირობები სასაცილოა. საერთოდ, ის იუმორისტულ ფიგურად ყალიბდება და ვიცინებდით, რომ სერიოზული არ იყოს ის, რასაც ამბობს. მან ამერიკასა და ბრიტანეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ეს ქვეყნები გვეხმარებიან და მათ ტექნიკა ჩამოიტანეს. ჩვენ ვამბობთ, არ გვინდა ამერიკისა და ბრიტანეთის პარტნიორობა, მეჭიაურის გვირჩევნია. რაში მადარდებს, მეჭიაური სიაში იქნება თუ არა?ის იმ პარტიას დაღუპავს, ისევე როგორც თავს იღუპავს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.

როგორც დღეს თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, ის პოსტს დატოვებს, თუკი თანამდებობებს ”რესპუბლიკელი” მინისტრები დატოვებენ.