გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად, ერთ-ერთ ავტოსადგურში, დანით შეიარაღებული მამაკაცი მგზავრებს თავს დაესხა და 4 ადამიანი მძიმედ დაჭრა.
გამოცემა „Süddeutsche Zeitung“ წერს, რომ პროკურატურა არ გამორიცხავს თავდასხმაში პოლიტიკურ სარჩულს.
გერმანული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა თავდასხმელი დააკავეს. ის გერმანიის მოქალაქეა.