"პრემიერი დარწმუნებული არაა, რომ ქვეყნის კურსი სწორია, ვეცდები, დავარწმუნო - ვექტორი არასწორია"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, "თავად პრემიერ-მინისტრიც არ არის დარწმუნებული ნატო-ში შესვლის სისწორეში".

მისი თქმით, საქართველოს ნათო-ში შესვლის შესახებ პლებიცვიტი კიდევ ერთხელ უნდა ჩატადრეს.

"ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ პრემიერს, უდავოდ გნიერი კაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კვირიკაშვილს მთლად დარწმუნებული არაა, რომ ეს კურსი სწორია, გამომდინარე იმ განწყობებიდან, რაც მოსახლეობაშია.

ნატოსკენ კი ვისწრაფვით, მაგრამ სურვილები იქითა მხრიდან ისეთივე არაა, როგორიც ჩვენი მხრიდან. ნატო-ს წამყვანი ქვეყნები თავს არიდებს საქართველოს და უკრაინის მიღებას იმ პრობლემებიანად, რა პრობლემებიც ჩვენ გაგვაჩნია, ხოლო სამაჩაბლოს და აფხაზეთის გარშე ნატო-ში შესვა, თუ ეს არის ჩვენი კურსი, შესაძლოა, საუბარი, რასაც ნატო-ს ლიდერები უსვამენ ხაზს.

მეჭიაური მიიჩნევს, რომ "ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტები, აიძულოს ნატო "ამ პრობლემებიანად" მიგვიღოს ალიანსში".

"თუ არ გააჩნია, მაშინ რატომ არის აცდენა ჩემი ეს განცხადება იმ კურისა, რომელიც მთავრობას გააჩნია, მაშინ მათავრობას არ გააჩნია ზუსტად ის კური რა განწყობაც მოსახლეობაშია, ამიტომაც, არ არის გამორიცხული, სჯობდეს ამ საკითხთან მიმართებით, კიდევ ერთხელ ჩატარდეს პლებიციტი",- განაცხადა მეჭიაურმა "პირველ პრესკლუბში".

მისივე თქმით, ის შეეცდება, პრემიერი დაარწმუნოს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არასწორია.

ხელისუფლების კურსი უნდა ასახავდეს იმ ნებას, რაც მოსახლეობას გააჩნია. მიმაჩნია, რომ პლებისციტი, რომელიც თავის დროზე, ნატო-სთან მიმართებით ჩატარდა, კიდევ ერთხელ უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებები ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" საგარეო კურსს არის აცილებული.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე არ მოხდება. მისი თქმით, სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან ყველა გაურბის და დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს.