ევროკავშირის საბჭოში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გენერალური დისკუსია 20 მაისს გაიმართება

ევროკავშირის საბჭოში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გენერალური დისკუსია 20 მაისს გაიმართება

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოში გენერალური დისკუსია 20 მაისს გაიმართება, მანამდე კი 11 მაისს ამ საკითხთან დაკავშირებით ვიზალიბერალიზაციაზე მომუშავე ჯგუფი იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს.
„ჩვენ არ ვიცით ზუსტად, თუ როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული. როგორც გახსოვთ, მას შემდეგ, რაც საბჭო თავის პოზიციას დააფიქსირებს, ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ ამ საკითხზე ევროპარლამენტთანაც“, - განაცხადეს ევროკავშირის საბჭოში.
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.