ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მზად არის გამონაკლისი დაუშვას და აშშ-ში ლონდონის ახლად დანიშნული მერი, მუსლიმი სადიქ ხანი შეუშვას. ამის შესახებ ”ბიბისი” იტყობინება.
„თუ ის კარგად იმუშავებს, ეს მშვენიერი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, ლონდონის მერმა განაცხადა, რომ მისი რელიგია არ მისცემს უფლებას ეწვიოს აშშ-ს, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება.
ამერიკელი მილიარდერი აშშ-ში მუსლიმების ჩასვლის აკრძალვის მოწოდებით გასული წლის ნოემბერში, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გამოვიდა. მისი მოსაზრებით, აღნიშნული ზომა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.