ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

ბერი გაბრიელ სალოსის #144-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, ხანძარი ძველ საბურავებს გაუჩნდა , რის შედეგადაც წარმოქმნილი ძლიერი დაკავამლიანების გამო რამდენიმე ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო.