ბიძინა ივანიშვილს უნდოდა კონკურენტი ალასანია ჩამოეშორებინა

ბიძინა ივანიშვილს უნდოდა კონკურენტი ალასანია ჩამოეშორებინა

 ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, კოალიციაში, ”თავისუფალი დემოკრატების” ხილვა ირაკლი ალასანიას გარეშე სურდა. 

ალასანიამ PALITRANEWS-ის ეთერში, გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას ”თავისუფალი დემოკრატების” კოალიციიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ”თავისუფალი დემოკრატების” დაშლას სხვადასხვა გზით ცდილობდა. 

”ბიძინა ივანიშვილს უნდოდა კონკურენტი ალასანია ჩამოეშორებინა. ივანიშვილს სურდა ”თავისუფალი დემოკრატები” კოალიციაში ალასანიას გარეშე ყოფილიყვნენ, თუმცა ამას ვერ მიაღწია. ძალიან ცდილობდა ჩვენი პარტია დაშლილიყო. იყო შეთავაზებები, მოსყიდვების სხვადასხვა სერია. მას ჰგონია, რომ რადგან 7 მილიარდი აქვს, შეუძლია ყველა და ყველაფერი იყიდოს”,-განაცხადა ალასანიამ.