თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ევროპულ ქვეყნებს “დიქტატურასა” და ლტოლვილების მიმართ “სასტიკ” დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
როგორც euroline.ge წერს, ერდოღანმა, განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს “არც მოწყალება აქვთ და არც სამართლიანობა” ლტოლვილთა კრიზისის დაძლევისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით.
”ერდოღანის თქმით, განსხვავება ანკარასა და სტამბოლში მომხდარ აფეთქებებზე რეაქციებსა და ბრიუსელსა და პარიზის განხორციელებულ აფეთქებებზე რეაქციებში, არაფერია თუ არა უსამართლობის გამოხატულება”, - წერს euroline.ge.