ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი საქართველოში ვიზიტის შედეგებს საკუთარ ანგარიშში წარმოადგენენ.
საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ პრეზიდენტსა და პრემიერს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს.
ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი ასევე შეხვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, პაატა ზაქარეიშვილს, სახალხო დამცველს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და ცესკო-ს თავმჯდომარეს.
დელეგაციამ თბილისში შეხვედრებს სამი დღის განმავლობაში მართავდა. მათ საქართველო 6 მაისს დატოვეს.
გადავწყვიტეთ, რომ ამჯერად, თბილისში ჩვენი ვიზიტის დროს, თავი შევიკავოთ ნებისმიერი კომენტარის ან განცხადების გაკეთებისგან. ჩვენ გვესმის, რომ, დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში, ნებისმიერი განცხადება შეიძლება გამოყენებულ იქნას არაობიექტური მიზნით. აქედან გამომდინარე, ჩვენი დასკვნები აისახება მხოლოდ ჩვენ მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ძალიან მალე გამოქვეყნდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე", - განუცხადა "პირWელს" სილევიჩმა.