"საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ აფხაზები ავტონომიას მოიპოვებენ"

ანალიტიკოსი თომას დე ვაალი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის იმ განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად საქართველო აქტიურად მუშაობს შერიგების საგზაო რუკაზე.

თომას დე ვაალს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა დე ფაქტო მთავრობასთან და ამ მიმართულებით ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს. 

"საქართველოს სურს აფხაზეთის ინტეგრაცია დანარჩენ მსოფლიოსთან, საქართველოს სურს საკუთარი მიღწევები ევროპის მიმართულებით, საკუთარი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდეს“,- აღნიშნავს დე ვაალი. 

ამავე ინტერვიუში ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ აფხაზები რუსეთისგან ავტონომიას მოიპოვებენ, რის შემდეგაც თავისუფლად მოქმედების უფლება შეეძლებათ. 

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო, ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის ნდობა დაიკარგა.

ამის შესახებ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. a