ნატოს ვარშავის სამიტს ბარაქ ობამა დაესწრება

ნატოს ვარშავის სამიტს ბარაქ ობამა დაესწრება

ზაფხულში, ნატოს ვარშავის სამიტს ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დაესწრებიან. „პოლონეტის რადიოს“ ინფორმაციით, აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს.

„პოლონელი ხალხისადმი წერილში, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის მიღების 225 წლის თარიღს უკავშირდება, ჯონ ქერი წერს, რომ პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან ერთად აპირებს პოლონეთში სტუმრობას ივლისში, ნატოს სამიტის დროს, რაც იქნება საშუალება იმისა, რომ ვაჩვენოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალა და გავამყაროთ კავშირი ამ რთულ დროში, როდესაც საერთაშორისო არენაზე ვითარება გამწვავებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში. წერილში ჯონ ქერი საუბრობს პოლონეთ-ამერიკის ურთიერთობების მნიშვნელობაზეც.

ნატოს სამიტი 2016 წლის 8-9 ივლისს ვარშავაში გაიმართება.