ეგვიპტეში ორი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს

ეგვიპტეში ორი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს

ეგვიპტეში ორი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს. როგორც „ბი-ბი-სი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, სამართალდამცველები კაიროს ცენტრში მდებარე, პრესის მუშაკთა ასოციაციის შენობაში შეიჭრნენ და ცნობილი ჟურნალისტები ამრ ბადრი და მაჰმუდ ალ-საკი დააკავეს.

სააგენტო „ესოშიეითედ პრესის“ ცნობით, მასმედიის წარმომადგენლებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ გაკეთებულ უკანონო განცხადებებში ადანაშაულებენ.

ორივე ჟურნალისტი ეგვიპტური ოპოზიციური საიტის თანამშრომელია, რომელიც ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის ხშირად აკრიტიკებს.