საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ''მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაული და გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და საქართველოს გამთლიანება, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
„ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ძალიან დიდი დღეა, ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.