ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღიად და გამჭვირვალედ დახატა საქართველოს რეალობა.
მისი თქმით, საქართველო ელოდება ურთიერთობების გაღრმავებას პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით. ექსპერტი პრემიერის აშშ-ში ვიზიტის დროს ბიზნესწრეებთან გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. აშშ-ში ბიზნესგარემო ფრთხილია და ყოველთვის ცდილობენ, პირველწყაროსგან გაიგონ რას სთავაზობ რეალურად. ღიად და გამჭვირვალე ფერებში იყო დახატული საქართველოს რეალობა“, - განაცხადა ჯგერენაიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსების შეფასებების მოსმენა, რომ მოხდეს იმ კურსის ჩამოყალიბება, როგორ მივდივართ წინ.
„ ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პრემიერს ახლდა გუნდი, რომელიც მხარს უმაგრებდა. საქმიანი დიალოგი შედგა, რას ვფლობთ, რა გვსურს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ“, - აღნიშნა ექსპერტმა.