ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მოსულმა უხვმა ნალექმა, ადგილობრივი მდინარის ადიდება გამოიწვია, რის გამოც სოფელში 30-მდე სახლი და ეზო დაიტბორა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” გავაზის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელმა რამაზ წყალობაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია და სახლებიდან წყლის ამოტუმბვა უკვე დასრულებულია.
"ღამის ორი საათიდან გარეთ ვართ და ვმუშაობთ. ამ დროისთვის სახლებიდან წყლის ამოტუმბვა დასრულებულია. მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგა" , - განაცხადა წყალობაშვილმა.