აშშ აგრძელებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას

აშშ აგრძელებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას

აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აშშ კვლავ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ჩვენ ვაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, მათ შორის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.