სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ასრულებს.

ტაძარში მსახურებისთვის დადგეს სადგამი - „საფლავი“, რომელზედ შემდეგ მაცხოვრის გარდამოხსნას დააბრძანებენ. გარდამოხსნას საკურთხევლიდან პატრიარქი რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად გამოაბრძანებს. სადგამის გარშემო დალაგებულია ლანგრები ჯეჯილით, ასევე პასკა და წითელი კვერცხები.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას ეძღვნება და იგი 14:00 საათზე მთავრდება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.