გამთენიისას პარიზში რამდენიმე ათეულ დემონსტრანტსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. როგორც euronews.ge უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა დაშლაზე უარი განაცხადეს.
პარიზის პოლიციის ცნობით, 24 პირი დაკავებულია პოლიციის კორდონსა და მანქანებზე შეტევის გამო.
დემონსტრანტები ბოლო თვეა ახალ შრომით კოდექსს აპრიტესტებენ, რომელიც ახალგაზრდების მტკიცებით, დასაქმების სტაბილურობას არ უზრუნველყოფს.