მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ან ვიცე-პრეზიდენტად ვერ აირჩევა აკადემიკოსი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ან ვიცე-პრეზიდენტად ვერ აირჩევა აკადემიკოსი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტზე, შესაძლოა ასაკობრივი შეზღუდვა გავრცელდეს - დაგეგმილია ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, აკადემიის პრეზიდენტად არ შეიძლება აირჩეს პირი 70 წლის ასაკიდან.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელება ”საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონში იგეგმება. პროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძემ მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილ წევრთაგან აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევს და მასზე მასზე ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება.

პარლამენტში ინიცირებულ პროექტში კი ნათქვამია, რომ აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები არის ადმინისტრაციული თანამდებობები, აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის კიდევ ერთი არსებითი სიახლე არის ის, რომ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება დაეკისრება მთავრობას და არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს.