ზურაბ აბაშიძე IRI-კვლევებზე :   ”აღდგომა და ხვალეო” - იქნება არჩევნები

ზურაბ აბაშიძე IRI-კვლევებზე : ”აღდგომა და ხვალეო” - იქნება არჩევნები

”აღდგომა და ხვალეო”, აგერ, იქნება არჩევნები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ IRI-ის კვლევების შედეგებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.

აბაშიძემ განმარტა ისიც, რომ პირადად ის აღნიშნული კვლევის შედეგებისადმი ”პესიმისტურადაა განწყობილი”.

”მე ძალიან პესიმიტურად ვუყურებ ამ პროგნოზებს. როგორც იტყვიან - ,,აღდგომა და ხვალეო", აგერ, იქნება არჩევნები", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგების თანახმად, მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რესპონდენტთა 13% დაუჭერდა მხარს - „თავისუფალ დემოკრატებს“, 8% -„ლეიბორისტულ პარტიას“, 4% - „პატრიოტთა ალიანსს“, 3% - „გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას“, 15% კი არც ერთს.

ამასთან, გამოკითხულთა 31 % არასოდეს მისცემდა ხმას „ქართულ ოცენებას“, 25% - „ერთიან ნაციონალურ მოძროაბას“, 10% - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, 8% - „მწვანეთა პარტიას“, 5% - „პატრიოტთა ალიანსს“, 5% - „ლეიბორისტულ პარტიას“, 3% - „სოციალ დემოკრატებს“, 3% - „თავისუფალ საქართველოს“, 2% -2 % კი „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“.

გამოკითხვის ფარგლებში 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.