IRI-ის კვლევების თანახმად, 80% „რუსთავი 2“-ს უყურებს, 78% - „იმედს”

IRI-ის კვლევების თანახმად, 80% „რუსთავი 2“-ს უყურებს, 78% - „იმედს”

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ახალ გამოკითხვაში მედიის საკითხიც მოექცა.

გამოკითხულთა 80% ტელევიზიებს შორის რეგულარულად „რუსთავი 2“-ს უყურებს, 78% - „იმედს“, 45% - „მაესტროს“, 19% - საზოგადოებრივ მაუწყებელს, 14% - GDS-ს, 11% -„ობიექტივს“.

რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებების მიმართ ნდობას, გამოკითხულთა 48% „კურიერს“ყველაზე მეტად ენდობა, 21% -„ქრონიკას“, 7% - „მაესტროს“ ახალ ამბებს. ხოლო პოლიტიკურ თოქშოუებს შორის ყველაზე ხშირად „არჩევანს“ უყურებენ (48%), „პოლიტიკას“ - 11%, 2% კი „საღამოს თოქ შოუს“, რომელიც „ობიექტივზე“ გადის.