IRI-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა რეიტინგში პაატა ბურჭულაძე ლიდერობს

IRI-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა რეიტინგში პაატა ბურჭულაძე ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი ”საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის მიმართაა. ბურჭულაძეს აღნიშნულ რეიტინგში 75 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

რეიტინგში მეორე ადგილი უკავია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, რომლის მიმართაც კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 64 %, მესამე ადგილზე კი ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილ იმყოფებიან, რომელთა მიმართაც კეთილგანწყობას რესპონდენტთა 60 %-60% აფიქსირებს. ამის შემდეგ მოდის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 56%-იანი კეთილგანწყობით და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, რომლის მიმართაც კეთილგანწყობილთა მაჩვენებელი 54%-ს შეადგენს.

”ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოკითხულთა 50 %-ის კეთილგანწყობით სარგებლობს, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიმართ კი 48%-ია კეთილგანწყობილი. 36% აფიქსირებს კეთილგანწყობას ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მიმართ.