საარჩევნო რეფორმაზე გვესაუბრება ძალა, რომელმაც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის არაფერი გააკეთა

საარჩევნო რეფორმაზე გვესაუბრება ძალა, რომელმაც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის არაფერი გააკეთა

დღეს საარჩევნო რეფორმაზე გვესაუბრება ძალა, რომელმაც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის არაფერი გააკეთა. რეალურად, საარჩევნო გარემოზე გველაპარაკება ძალა, რომელსაც არც ახსოვს როგორ არჩევნებს ატარებდნენ, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში ”ნაციონალების” გამოსვლებს. 

როგორც კობახიძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორ არჩევნებს ატარებდა ,,ნაციონალური მოძრაობა“.

,,დღეს ამ თემაზე გვესაუბრება ძალა, რომელმაც არაფერი გააკეთა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის. რეალურად, საარჩევნო გარემოზე გველაპარაკება ძალა, რომელსაც არც ახსოვს როგორ არჩევნებს ატარებდნენ. ყველას კაგად ახსოვს თქვენი მხრიდან დაყადაღებული და დაპატიმრებული სატელევიზიო ანტენები, იმისთვის, რომ ჩაგეხშოთ ოპოზიციური მაუწყებლობა. ყველას გვახსოვს ყოველდღიური პრესკონფერენციები მოგელაძის და ათასობით დაჯარიმებული ჩვენი მოქალაქე. გაუთავებელი დაკითხვები ჩენი მოქალაქეების. აღარ ვსაუბრობ დარბევებზე, ქვების სროლაზე. ეს ხომ იმ საარჩევნო გარემოს ნაწილი იყო, რომლის გახსენება თქვენ არ გინდათ. დღეს სხვა რეალობაა. გახსნილია გარემო დისკუსიისთვის. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთის, რომ საარჩევნო გარემო უფრო გახსნილი იყოს“. 

მანანა კობახიძის თქმით, საარჩევნო ოლქების გაერთიანება არ არის იდელაური გადაწყვეტილება, თუმცა ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. ,,ყველა მოქალაქის ხმის უფლება უნდა იყოს თანასწორი. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ გარკვეულწილად ოლქების საზღვრები შეიცვალა. არ არის ეს სახარბიელო. მე გახლდით მესტიაში და ნამდვილად არ მოსწონთ იქ, რომ სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმის ოლქების გაერთიანებები მოხდა. ეს შეიძლება არ არის იდეალური, მაგრამ ეს იმ რეალობის გათვალისწიებით არის, რაც გამომდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. ჩვენ ვალდებულება შევასრულეთ. ის ვალდებულება, რომელიც ვენეციის კომისიიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე ავიღეთ. იმ კომისიის რეკომენდაციები, რომელიც თქვენ არასოდეს გაღელვებდათ“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

მანან კობახიძემ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უმრავლესობის ვერსიას საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშიებით, რადგან ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვერსიის 2016 წლისთვის ამოქმედება შეუძლებელია.

,,დიახ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, შევცვალოთ ეს სისტემა და ის აუცილებლად შეიცვლება. მაგრამ ამისთვის საჭიროა 113 ხმა. ამისთის საჭიროა, რომ თქვენ, უმცირესობამ და უმცირესობაში არ შემავალმა ოპოზიციურმა ძალებმა მხარი დაუჭიროთ ინიციატივას, რომელიც არის უმრავლესობიდან ინიცირებული. სწორედ იმიტომ, რომ ძალიან არარეალურია არჩევნებდამდე ხუთ თვით ადრე შეცვალო საარჩევნო სისტემა. ეს არის შეუძლებელი. როგორ შეიძლება ხმა მივცეთ ისეთ კანონს, რომლის ამოქმედება არჩევნებამდე უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს და რა თქმა უნდა თქვენც მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ მას“, - განაცხადა მანანა კობახიძემ. 
პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს.