პარლამენტში ლუკა კურტანიძესა და ხათუნა გოგორიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტში ლუკა კურტანიძესა და ხათუნა გოგორიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტში უმრავლესობის წევრ ლუკა კურტანიძესა და უმცირესობის წევრ ხათუნა გოგორიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. კამათი ლუკა კურტანიძის გამოსვლას მოყვა.

ინციდენტი პლენარულ სესიაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ მოხდა. ხათუნა გოგორიშვილმა კურტანიძეს მეტი კორექტულობისაკენ მოუწოდა და მას სესიაზე სიტყვით გამოსვლა დაუწუნა, რაც ლუკა კურტანიძის გაღიზიანების მიზეზი გახდა.

შეკამათება მალევე ამოიწურა.

”ილია ჭავჭავაძეს თქვენისთანა ბერბიჭაშვილებმა ესროლეს ტყვია, - აღნიშნული განცხადებით უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ ”ნაციონალური მოძრაობას” მიმართა. კურტანიძემ სესიაზე წარადგინა წიგნი, სადაც დეპუტატის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელებული პროექტებია ასახული და ”ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს მისი გაცნობა ურჩია.

ლუკა კურტანიძემ აღნიშნა ისიც, რომ ”ქართული ოცნება” ამაყია იმით, რომ ერის კაცის თანამებრძოლია.